skip to content
ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარე პარიზში გაემგზავრა

18-19 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე სამუშაო ვიზიტით პარიზს ეწვევა, სადაც დასავლეთ ევროპის კავშირის ასამბლეის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
 
ნინო ბურჯანაძე ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვა და საქართველოს ევროატლანტიკურ ორგანიზაციასთან ინტეგრაციაზე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტებზე გაამახვილებს ყურადღებას.


ვიზიტის ფარგლებში ნინო ბურჯანაძე საფრანგეთის სენატის თავმჯდომარეს კრისტიან პონსლეს შეხვდება. შეხვედრები გაიმართება სენატის საფრანგეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფთან, ევროპის საბჭოსა და ეუთოში საფრანგეთის დელეგაციის წევრებთან, იტყობინება პარლამენტის პრესსამსახური.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button