skip to content
ახალი ამბები

ევროკომისიამ აფხაზეთის კონფლიქტში დაზარალებულთათვის 2 მლნ ევრო გამოყო

ევროკომისიამ აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაზარალებულ პირთათვის ჰუმანიტარული დახმარების სახით 2 მილიონი ევრო გამოყო, იტყობინება ევროკავშირი 14 დეკემბერს.
 
ჰუმანიტარულ დახმარებას – სურსათს და თავშესაფარს მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები, ისევე როგორც აფხაზეთში დაბრუნებული ყველაზე გაჭირვებული ფენები.


გამოყოფილი თანხის მიზნობრივად ხარჯვას ევროკომისიის პარტნიორი ორგანიზაციები, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები განკარგავენ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button