skip to content
ახალი ამბები

ბაქოში გაზის მოწოდების საკითხებზე მოლაპარაკებები გაიმართება

დღეს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის პრეზიდენტი ალექსანდრე  ხეთაგური ქართველ ექსპერტთა ჯგუფთან ერთად ბაქოში გაემგზავრება, სადაც „შაჰდენიზის“ გაზსადენით დამატებითი გაზის მიღების თაობაზე  აზერბაიჯანელ და თურქ ექსპერტებთან მოლაპარაკებებს გამართავს. 
 
ექსპერტების დონეზე დაგეგმილ სამდღიან კონსულტაციებს შესაძლოა მოგვიანებით  ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაურიც შეუერთდეს.
 
აზერბაიჯანული საინფორმაციო წყაროების ცნობით, „შაჰდენიზის“ პროექტში თურქეთის წილიდან – 2,8 მლრდ კუბური მეტრიდან – აზერბაიჯანი 1,3 მლრდ კუბურ მეტრ გაზს, საქართველო კი 800 მლნ კუბურ მეტრს მიიღებს. 


თავდაპირველი პროექტით გათვალისწინებული იყო, რომ საქართველოს მთლიანობაში 250 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი უნდა მიეღო  შაჰდენიზის გაზსადენის მეშვეობით, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება 15 დეკემბრისთვის იგეგმება.
 
ქართული მხარე ჯერ–ჯერობით კომენტარს არ აკეთებს თურქეთის წილის გადანაწილების საკითხებზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button