skip to content
ახალი ამბები

სოხუმში დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად შეკრება გაიმართა

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 6 დეკემბერს სოხუმში გამართულ საზოგადოებრივ შეკრებაზე განაცხადა, რომ აფხაზეთი და საქართველო ვერასდროს ვერ შეძლებენ ერთიან სახელმწიფოში თანაარსებობას, იტყობინებიან რუსული და აფხაზური საინფორმაციო სააგენტოები.  


საზოგადოებრივი შეკრება, რომელშიც პოლიტიკურმა პარტიებმა და საზოგადოებრივმა მოძრაობებმაც მიიღეს მინაწილეობა, მიზნად ისახავდა აფხაზეთის საზოგადოების ერთობისა და დამოუკიდებლობისადმი სწრაფვის  დემონსტრირებას.


ღონისძიება, რომელზეც რუსული ტელევიზიების ცნობით, ათიათასობით ადამიანმა მოიყარა თავი, დაემთხვა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ აფხაზეთის პარლამენტის თხოვნის განხილვას, რომ რუსეთმა აღიაროს რეგიონის დამოუკიდებლობა.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button