skip to content
ახალი ამბები

მეტრომედია საქართველოში ბიზნესს ვერ ყიდის

დელავერის სასამართლომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსთხოვა Metromedia International Group,Inc.-ს საქართველოში თავისი აქტივების გაყიდვასთან დაკავშირებით აქციონერთა შორის კენჭისყრა ჩაატაროს, იტყობინებოდა „როიტერი“ 30 ნოემბერს. 


„მეტრომედიამ“ 2006 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ ბიზნეს ჯგუფისგან, რომელიც დუბაიში მდებარე კომპანია Istithmar-ს, ინვესტიციების მართვის კომპანია Salford Georgia-ს და Emergent Telecom Ventures-ს აერთიანებს მიიღო შემოთავაზება საქართველოში მისი 480 აშშ დოლარი ღირებულების ბიზნეს ინტერესების შესყიდვის თაობაზე.


„მეტრომედიას“ სურდა დეკემბრის დასაწყისისთვის დაესრულებინა გარიგება, რომელიც ითვალისწინებდა ქართულ მობილურ კომპანია Magticom-ში მისი 50.1%, ასევე Telecom Georgia-ში 21% და ინტერნეტ პროვაიდერ კომპანია Telenet-ში 26% აქციების გაყიდვას.


ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ბიზნესკურიერი“ იტყობინებოდა 1 დეკემბერს, რომ „იმ პირების რაოდენობა, რომელთაც აქვთ სურვილი საქართველოში მეტრომედიის ბიზნეს ინტერესები შეიძინომ, სულ უფრო მცირდება და ამჟამად მხოლოდ Salford Georgia რჩება, რომლის უკანაც ბადრი პატარკაციშვილი დგას“.


„მეტრომედიის“ ზოგიერთმა აქციონერმა კომპანიის რამდენიმე დირექტორის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მათგან აქციონერთა შორის კენჭისყრის ჩატარება მოითხოვა. კომპანიამ უკვე რამდენჯერმე ვერ შეძლო ფინანსური ანგარიშების  წარდგენა საბუღალტრო პრობლემების გამო.


მოპასუხეთა შორის ასევე იყო მეტრომედიის დირექტორი მარტინ პომპადური, რომელიც ასევე News Corporation-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტია.


პომპადური თბილისს 30 ნოემბერს ესტუმრა, სადაც მედია ჰოლდინგი „იმედის“ ახალი გენერალური დირექტორის ლუის რობერტსონის პრეზენტაციას დაესწრო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button