skip to content
ახალი ამბები

ბეჟუაშვილმა და აჰმადინეჯადმა თანამშროლობის შესახებ იმსჯელეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 23 ოქტომბერს თეირანში ირანის პრეზიდენტთან მაჰმუდ აჰმადინეჯადთან გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების საკითხი განიხილა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “ირნა“.


ირანის პრეზიდენტმა ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისკენ მოუწოდა. 


რუსეთსა და საქართველოს შორის არსებულ კრიზისზე საუბრისას, ირანის პრეზიდენტმა დაძაბულობის განმუხტვის მიზნით მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.  


“ვერავინ ვერ ისარგებლებს კონფლიქტებით რეგიონში, ამიტომ მასში ჩართულმა ყველა მხარემ სიბრძნე და თავშეკავება უნდა გამოიჩინოს, რათა მოიხსნას დაძაბულობა და გაძლიერდეს მეგობრული ურთიერთობები ქვეყნებს შორის. ირანი მზად არის ითანამშრომლოს მხარეებთან ამ კუთხით“, – განაცხადა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა.


თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებისკენ მოუწოდა და ირანის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში დაპატიჟა, იტყობინება “ირნა“. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button