skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი საქართველოს შესახებ პუტინის განცხადებას ეხმაურება

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 21 ოქტომბერს განაცხადა, რომ მისი რუსი კოლეგის ვლადიმერ პუტინის შენიშვნები საქართველოს შესახებ აბსოლუტურად უსაფუძვლოა.


“[პუტინის განცხადებამ] 1992 წელი გამახსენა და [რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრის] გენერალ [პაველ] გრაჩოვის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ ქართველებმა გადაღებეს თავიანთი თვითმფინავები და თვითონ ბომბავენ თავიანთ ტერიტორიებს [აფხაზეთში]. მაგრამ აქ პატარა სხვაობაა: დღეს აღარ არის 1992 წელი, დღეს არის 2006 წელი. დღეს აღარ არის შევარდნაძე, დღეს არის სააკაშვილი და სხვა საქართველო. და დღეს ევროპაც სხვაა. ევროპა, რომელსაც წინა წლებში ჩვენ ვუხსნიდით, სად იყო რუქაზე საქართველო, დღეს საქართველოს თავისი დღის წესრიგის მთავარ საკითხად მიიჩნევს. აღარ არის სიბნელე საერთაშორისო ურთიერთობებში, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. რა თქმა უნდა, არასასიამოვნო რაღაცეებიც ხდება, მაგრამ ჩვენი სიმართლე მაინც გაიმარჯვებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button