skip to content
ახალი ამბები

მირონოვი: აფხაზეთის აღიარებისთვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ სერგეი მირონოვმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ იურიდიული საფუძველი აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის არ არსებობს.


მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის საბჭო გაგებით ეკიდება აფხაზეთის პარლამენტის მიმართვას დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე.


“ფედერაციის საბჭო განიხილავს ყველა დოკუმენტს, რათა დადგინდეს არსებობს თუ არა რაიმე იურიდიული საფუძველი ან შესაბამისი პოლიტიკური სიტუაცია [აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის]. მაგრამ, დღეს ჩვენ ამგვარ იურიდიულ საფუძველს ვერ ვხედავთ შესაბამისი ვერდიქტის გამოსატანად“, – იტყობინება “ინტერფაქსი“ მირონოვის სიტყვებზე დაყრდნობით.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button