skip to content
ახალი ამბები

“ალკატელი“ საქართველოში “ვიმპელკომისთვის“ მობილურ ქსელს განავითარებს

“ალკატელი“ საქართველოში “ვიმპელკომის“ შვილობილ კომპანიას “მობიტელს“ GSM/GPRS/EDGE სისტემებით მოამარაგებს, რაც მობილური სატელეკომუნიკაციო ქსელის საქართველოს მასშტაბით განვითარებას ისახავს მიზნად. 


რუსულმა კომპანია “ვიმპელკომმა“ ივლისში ქართული ციფრული ოპერატორის “მობიტელის“ აქციების 51% შეისყიდა 12.6 მილიონ აშშ დოლარად. “მობიტელი“, რომელიც 2003 წელს შეიქმნა, თუმცა ჯერ რაიმე ოპერაციები არ განუხორციელებია, GSM-1800 ციფრული ლიცენზიების მფლობელია.


“საქართველოს მივიჩნევთ მობილური კომუნიკაციის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზრად და ვფიქრობთ, რომ ამ ბაზარზე წამყვან პოზიციას დავიკავებთ. ამ მიზნის მისაღწევად, “ვიმპელკომი“ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოკლევადიან პერიოდში ახალი ქსელი აამოქმედოს“, – განაცხადა “ვიმპელკომის“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა სერგეი ავდეევმა.


“ჩვენი სურვილია დავეხმაროთ “მობიტელს” ინოვაციური მომსახურების დანერგვით უფრო ძლიერი და კონკურენტუნარიანი ოპერატორი გახდეს საქართველოში და ამავე დროს ვუზრუნველყოთ ინვესტიციების გრძელვადიანი დაცვა“, – განაცხადა “ალკატელის” ვიცე-პრეზიდენტმა დსთ-ში საქმიანობის სფეროში იოჰან ვანდერპლეტსმა.


ამჟამად, საქართველოში ორი მობილური ოპერატორი კომპანიაა: ჯეოსელი, რომელსაც ბაზრის 55% უკავია და მაგთი – ბაზრის 45%-ით. “ვიმპელკომის” ცნობით, საქართველოში ასათვისებელი ბაზარი 30%-ს შეადგენს.   



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button