skip to content
ახალი ამბები

რუსი დეპუტატები საქართველოს საწინააღმდეგო სანქციებზე მსჯელობენ

რუსმა დეპუტატებმა სახელმწიფო სათათბიროდან 4 ოქტომბერს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე იმსჯელეს, რაც ასევე ითვალისწინებს რუსეთის მთავრობისთვის უფლებამოსილების მინიჭებას რუსეთიდან საქართველოში ფულადი გადარიცხვების აკრძალვის თაობაზე.


ზოგიერთმა დეპუტატმა, ძირითადად ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან, განაცხადა, რომ საქართველოში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების წინ ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე თავის შეკავება სჯობს. მათი თქმით, საქართველოზე რუსეთის მხრიდან ზეწოლის გამკაცრება მოცემულ მომენტში კიდევ უფრო გააძლიერებს ქართველი ამომრჩევლის მხარდაჭერას სააკაშვილისადმი.  


“სააკაშვილის წინააღმდეგ არც ერთი ღონისძიება არ ხორციელდება და ჩვენ აქ ქართველებს ქუჩებში ვიჭერთ. ამრიგად, ჩვენ ნებით თუ უნებლიედ, სააკაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლის ნაწილი ვხდებით. ის ამ ჩვენ განხილვებს [ქართულ] ტელევიზიებში უჩვენებს და არჩევნებში ხმების 90%-ს მიიღებს. მან ეს ყველაფერი არჩევნების წინ დაგეგმა. თუმცა, ჩვენ ვერ გავთვალეთ სააკაშვილის და ოქრუაშვილის მიერ დადგმული ამ ქართული სპექტაკლის ყველა დეტალი. ამრიგად, ამ საკითხის განხილვას დღეს აზრი არ აქვს; ხვალ ან ზეგ შეიძლება“, – განაცხადა დეპუტატმა ალექსეი მიტროფანოვმა ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან.


თუმცა, დეპუტატები კომუნისტური პარტიიდან მეტი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებდნენ. მათ დაგმეს კიდეც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის პროცესის გაგრძელების თაობაზე. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button