skip to content
ახალი ამბები

რუსეთმა საქართველოსთან სატრანსპორტო კავშირი შეწყვიტა

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ 3 ოქტომბრიდან წყდება საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლა, ასევე საფოსტო კავშირი საქართველოსთან, იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები.


საქართველოს საჰაერო ხაზების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 3 ოქტომბრის დილას თბილისსა და მოსკოვს შორის დაგეგმილი ფრენა “გადაიდო“.


რუსეთი ამ გადაწყვეტილებას ქართული ავიაკომპანიების მიერ დაგროვილი დავალიანებით ხსნის. მოსკოვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ საფოსტო კავშირის შეწყვეტა მას შემდეგ გადაწყდა, რაც თბილისში გაგზავნილი ბევრი ამანათი დანიშნულების ადგილამდე ვერ ჩავიდა. კონკრეტული მიზეზი სახმელეთო, საზღვაო და სარკინიგზო კავშირის შეყვეტისა არ გახმოვანებულა.


გასული წლის დეკემბერში რუსეთმა საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი აკრძალა.


მარტში ასევე აიკრძალა ქართული ღვინის იმპორტი რუსულ ბაზარზე პროდუქციის დაბალი ხარისხის მოტივით.


ხოლო მაისში, რუსეთმა ანალოგიური მოტივით ქართული მინერალური წყლების იმპორტი აკრძალა.


ივლისში რუსეთმა საქართველოსთან ერთადერთი კანონიერი სასაზღვო-გამშვები პუნქტი – ზემო ლარსი – ჩაკეტა სარემონტო სამუშაოების ჩატარების მოტივით. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button