ახალი ამბები

მირონოვი საქართველოს მიმართ ეკონომიკური სანქციების ამოქმედებას ნაადრევად მიიჩნევს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა სერგეი მირონოვმა 29 სექტემბერს განაცხადა, რომ ნაადრევია საქართველოს მიმართ რუსეთის ეკონომიკური სანქციების ამოქმედება, იუწყება “რია ნოვოსტი”.


“დასაწყისში საჭიროა, რომ კონფლიქტის სანქციების გარეშე მოგვარებას, პოლიტიკურ დონეზე შევეცადოთ“, – აღნიშნა მირონოვმა, თუმცა დასძინა, რომ არ გამორიცხავს “ნებისმიერ” საპასუხო ზომას.


რუსეთ–საქართველოს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც თბილისმა 27 სექტემბერს ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 4 რუსი ოფიცერი დააკავა. 


სერგეი მირონოვმა 28 სექტემბერს არ გამორიცხა, რომ თბილისის ამ “პროვოკაციულ“ ქმედებებს ომის დაწყება გამოეწვია.

Back to top button