skip to content
ახალი ამბები

ბაღაფში სამხედრო წრთვნებს კოდორის თემას არ უკავშირებს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა, რომელიც დღეს ქვემო კოდორის ხეობაში სამხედრო ძალების სამდღიანი ფართომასშტაბიანი წრთვნების დახურვას დაესწრო, განაცხადა, რომ ჩატარებული სამხედრო ღონისძიება კოდორის ხეობის ირგვლივ შექმნილ რთულ ვითარებას არ უკავშირდება.


“ეს გეგმიური წრთვნებია. ჩვენ უნდა გვყავდეს შეიარაღებული ძალა, რომელიც მზად იქნება ნებისმიერი აგრესიის მოსაგერიებლად მთიდან, ზღვიდან თუ ჰაერიდან“, – იუწყება “აფსნიპრესი“ ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.


კითხვაზე რას მოიმოქმედებს სოხუმი, თუ ქართული მხარე ქვემო კოდორის ხეობის დაკავებას შეეცდება, სერგეი ბაღაფშმა უპასუხა: “ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ისინი ღირსეულ წინააღმდეგობას მიიღებენ“.


სერგეი ბაღაფშმა სამხედრო წრთვნები შეფასა, როგორც “კარგი“.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button