skip to content
ახალი ამბები

სოხუმის განცხადებით, თბილისი მოლაპარაკების პროცესიდან გამოდის

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 25 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლამ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ნათლად მიანიშნა ქართული მხარის განზრახვაზე გამოვიდეს ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების პროცესიდან.


“ბატონი სააკაშვილის გამოსვლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თბილისი ცდილობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტი წარმოაჩინოს, როგორც კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის. ამგვარი მიდგომა არის მცდელობა აფხააზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ კონფლიქტებზე პასუხისმგებლობა სხვებს გადააბრალო“, – იტყობინება “აფსნიპრესი“ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სიტყვებზე დაყრდნობით.


განცხადებაში ნათქვამია, რომ სააკაშვილის გამოსვლა არის ნიშანი იმისა, რომ “სამწუხაროდ, საქართველო არ არის მზად აფხაზეთთან მშვიდობიანი თანაარსებობისთვის“.


აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ მხოლოდ რუსულ სამშვიდობო ძალებს შეუძლიათ შეასრულონ გარანტის როლი კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებების განუახლებლობის კუთხით.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button