skip to content
ახალი ამბები

სუამის მინისტერიალი ნიუ–იორკში გაიმართება

25 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართება სუამის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომა, სადაც იმსჯელებენ ორგანიზაციის არეალში არსებული კონფლიქტების თაობაზე და ამ საკითხზე გაეროს გენასამბლეის სესიის მიერ განსახილველ რეზოლუციის პროექტზე.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სხდომაზე ასევე აირჩევენ სუამის გენერალურ მდივანს.


სუამის ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღავნელები ასევე  განიხილავენ ორგანიზაციის ფარგლებში მიმდინარე უწყებათაშორისი თანამშრომლობას და სხვა ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებს.


დაგეგმილია აგრეთვე შეხვედრა სუამ-აშშ-ს ფორმატში, რომელზეც ამერიკის დელეგაციას სავარაუდოდ სახელმწიფო მდივნის მოადგილე დანიელ ფრიდი უხელმძღვანელებს.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button