skip to content
ახალი ამბები

თბილისი კონფლიქტებში რუსეთის მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ აყენებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის, როგორც კონფლიქტების მოგვარებაში “ექსკლუზიური“ შუამავლის, მიუკერძოებლობა ეჭვქვეშ დგას, “რაც არსებული სამშვიდობო ოპერაციისა და მოლაპარაკებათა ფორმატის ორმხრივი პირდაპირი დიალოგის ფორმატში გადაყვანის აუცილებლობის წინაშე გვაყენებს“.


“იმ დროს როდესაც რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში ღიად უჭერენ მხარს სეპარატისტული რეჟიმების უკანონო ქმედებებს, კონფლიქტის რეგიონებში ხორციელდება საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეუთანხმებელი ვიზიტები და მოლაპარაკებები, გაისმის განცხადებები ცხინვალის რეჟიმის მიერ დაგეგმილ რეფერენდუმში დამოუკიდებლობის შესახებ რუსეთის პოლიტიკური წრეების წარმომადგენელთა დამკვირვებლის სტატუსით შესაძლო მონაწილეობის შესახებ, აშკარაა, რომ საქმე გვაქვს შეუნიღბავ მცდელობასთან კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინიტრო 13 სექტემბერს.


რაც შეეხება სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირი ორმხრივი დიალოგის წარმართვას, საგარეო უწყების განცხადებით, “აქ შესაძლებელი იქნება იმ ნეიტრალური და რეალურად ხელშემწყობი მხარეების თანასწორი მონაწილეობა, რომლებიც ნამდვილად დაინტერესებული არიან სამშვიდობო პროცესის წარმატებაში“. 
 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button