skip to content
ახალი ამბები

ადგილობრივ არჩევნებში 8 პარტია მიიღებს მონაწილეობას

რვა პოლიტიკურმა პარტიამ გაიარა რეგისტრაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით.


ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, მრეწველობა გადაარჩენს საქართველომ, საქართველოს გზამ, რესპუბლიკელებმა, კონსერვატორებმა, ახალმა მემარჯვენეებმა, ლეიბორისტებმა და ეროვნული იდეოლოგიის პარტიამ ცესკო–ში განაცხადები 31 აგვისტოს ჩათვლით წარადგინეს. დანარჩენმა პარტიებმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს.


კანონმდებლობით, არჩევნებში მონაწილე პარტიებს 7 სექტემბრამდე ჯერ კიდევ აქვთ შანსი ბლოკებად გაერთიანების. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button