skip to content
ახალი ამბები

გაეროს სააგენტო: კავკასია ფრინველის გრიპის გავრცელების ”მაღალი რისკის” ზონაა

გაეროს სოფლის მეურნეობის სააგენტოს (FAO) მონაცემებით კავკასიისა და სამხრეთ სამხრეთ ბალკანეთი რეგიონები ფრინველის გრიპის გავრცელების ”მაღალი რისკის” ზონებს წარმოადგენენ.


”ეს რეგიონები არა მარტო გადამფრენი ფრინველების არეალია, არამედ ასევე ხასიათდებიან სოფლის მეურნეობაში შინაური ფრინველების კონტროლის დაბალი დონით,” – განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ხუან ლუბროთმა 21 აგვისტოს.


2006 წლის თებერვალში აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონში ფრინველის გრიპის ორი შემთხვევა დაფიქსირდა გარეულ იხვებში, რის შემდეგაც რეგიონში საგანგებო ვითარება გამოცხადდა. საგანგებო ვითარება მარტის შუა რიცხვებში გაუქმნდა, მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ვირუსის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button