skip to content
ახალი ამბები

ამომრჩეველთა სიების გადამოწმების პროცესი დაიწყო

დღეიდან ცენტარლური საარჩევნო კომისიის სპეციალური ჯგუფების მიერ ამომრჩეველთა სიების გადამოწმების პროცესი დაიწყო, რომელიც ოცი დღე გაგრძელდება.


ცენტარლური საარჩენო კომისიის ინფორმაციით, სპეციალური ჯგუფები საცხოვრებელი ადგილების შემოვლით, ყოველი ამომრჩევლის პირადობის მოწმობაში დაფიქსირებულ მონაცემებს შეადარებენ ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებულ მონაცემებს.


თითეული სპეციალური ჯგუფი ცხრა ადამიანით არის დაკომპლექტებული. სულ, მთელი საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით, 3 ათასი სპეციალური ჯგუფი მუშაობს. ყოველი სპეციალური ჯგუფი დაკომპლექტებულია კონკურსის საფუძველზე არჩეული სამი წევრისა და სამი პოლიტიკური პარტიის – ნაციონალური მოძრაობის, ახალი მემარჯვენეები და ლეიბორისტული პარტის მიერ დანიშნული ორ-ორი წევრისგან.


პირველადი ვერსიის მიხედვით ამომრჩეველთა რაოდენობა 3 მლნ 200 ათასია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის დეკემბერში ჩატარდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button