skip to content
ახალი ამბები

ეუთოს მისია გმობს ცხინვალში მომხდარ აფეთქებას

საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა როი რივმა დაგმო ის პირები, ვინც 14 ივლისს ცხინვალში მომხდარ აფეთქებაზე არიან პასუხისმგებელი, რომლის დროსაც ორი ახალგაზრდა დაიღუპა, ოთხი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.


სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, ცხინვალში დილის 9 საათზე მომხდარი აფეთქების შედეგად ორი მოზარდი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ოთხი ადამიანი დაშავდა, მას შემდეგ, რაც ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ერთ–ერთი გამოჩენილი დამცველის ბალა ბესტაუტის საცხოვრებელ სახლთან ხეზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. ბესტაუტი თვითგამოცხადებული რეგიონის თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის მეთაურია.
 
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button