
ახალი ამბები
პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი დატოვებს სამშვიდობოებს კონფლიქტის ზონაში
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 27 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთი დატოვებს თავის სამშვიდობო ჯარებს პოსტ-საბჭოთა კონლიფქტურ ზონებში, მიუხედავად პროვოკაციებისა.
„ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი სამშვიდობო მისიების შესრულებას, მიუხედავად იმ ღია პროვოკაციებისა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ“, – განაცხადა პუტინმა რუს დიპლომატებთან შეხვედრაზე, “რია ნოვოსტის“ ცნობით.
საქართველოს პარლამენტი აფხაზეთში რუსი სამშვიდობოების საქმიანობის საკითხს ივლისში განიხილავს, რაც შესაძლოა მათი გაყვანის მოთხოვნით დასრულდეს. თუმცა საქართველოს მთავრობა თითქოს თავს იკავებს საკითხის ისე დასმისაგან, რომ რუსმა სამშვიდობოებმა კონფლიქტის ზონა დაუყოვნებლივ დატოვონ.