ახალი ამბები

სააკაშვილი პარიზში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას დაესწრება

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას დაესწრება.


პრეზიდენტთან ერთად საფრანგეთში გაემგზავრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 30 მაისს იგეგმება საქართველოსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც განიხილება ორმხრივი ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის საკითხები, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივები.


საფრანგეთიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით პორტუგალიაში გაემგზავრება, რის შემდეგაც 4-5 ივნისს მონაწილეობას მიიღებს ბუქარესტში დაგეგმილ შავი ზღვის ქვეყნების ფორუმში.

Back to top button