
ახალი ამბები
მეთიუ ბრაიზა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე მეთიუ ბრაიზა, რომელიც თბილისში 22 მაისს გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის დელეგაციის ფარგლებში ჩამოვიდა, დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს და საგარეო საქმეთა მინისტრს გელა ბეჟუაშვილს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის ფართო სპექტრი, ენერგეტიკული პოლიტიკის საკითხები, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისა და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოწესრიგების პერსპექტივები.
ასევე განიხილეს საქართველოს ურთიერთობების განვითარება მეზობელ ქვეყნებთან და თანამშრომლობა ევროკავშირთან.