ახალი ამბები

რუსულმა სამხედრო ეშელონმა აჭარა დატოვა

25 მაისს ბათუმის სატვირთო რკინიგზის სადგურიდან რუსული სამხედრო ტექნიკით დატვირთული ეშელონი გავიდა. ვაგონებში ჩატვირთულ ტექნიკას შეადგენდა 3 ერთეული ქვეითი საბრძოლო მანქანა (BMP), ერთი ტვირთგამწე, 22 სატვირთო მანქანა, სადაც მოთავსებულია საველე სამზარეულო და პურის საცხობები, ასევე 28 მისაბმელი.


სამხედერო ტექნიკით დატვირთული ეშელონი სადახლოს გავლით სომხეთში, გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზაზე მოხვდება.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 22 ივლისს ბათუმში არსებული სამივე სამხედრო ნაწილი რუსული სამხედრო ტექნიკისგან მთლიანად დაიცლება.


დღესვე ახალქალაქის სამხედრო ბაზა 125 მილიმეტრიანი ჭურვებით დატვირთულმა 10-მა სატვირთო ავტომანქანამ დატოვა. ავტოკოლონა ნინოწმინდის გავლით სომხეთში, გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზაზე გაემგზავრა.

Back to top button