ახალი ამბები

ბეჟუაშვილი “უპასუხისმგებლოს“ უწოდებს მოსკოვის უარს შსკ-ს სხდომაში მონაწილეობაზე

საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი “უპასუხისმგებლოს“ უწოდებს რუსეთის მხარის უარს 20-21 თებერვალს ვენაში დაგეგმილ შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომაში მონაწილეობის თაობაზე.  


“მე მიმაჩნია, რომ ეს არის უპასუხისმგებლობა, ვინაიდან ზუსტად ახლა იყო საჭირო  დიალოგის დაწყება…  ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა საშუალება დღეს, რომ წავწიოთ წინ დელიმიტარიზაციის პროცესი [სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში],  წავწიოთ წინ ახალი სამშვიდობო მანდატის ჩამოყალიბება“- განუცხადა 18 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს. 

მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უარი განაცხადა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის კარელ დე გუხტის ვენაში ინიცირებულ შეხვედრაში მონაწილეობაზე, თავად გამოვიდა ინიციატივით შსკ–ს სხდომის მოსკოვში ჩატარების თაობაზე.


 

Back to top button