
ახალი ამბები
მსოფლიო ბანკმა საქართველოს 5 მილიონიანი გრანტი გამოუყო
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ინფრასტურქტურის წინასაინვესტიციო პროექტის ფარგლებში გრანტის სახით 5 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო.
მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, საქართველოს ინფრასტრუქტურის წინასაინვესტიციო კრედიტის პროექტი ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: ტექნიკური დახმარება ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მოსამზადებლად და ტექნიკური დახმარება სატრანზიტო დერეფნის პროექტების მოსამზადებლად.
1993 წლიდან მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილმა თანხამ 40 პროგრამისთვის დაახლოებით 816 აშშ დოლარი შეადგინა.