
პრეზიდენტი თავის გამოსვლაში სამშვიდობოების საკითხს არ შეხებია
პარლამენტში თავის საანგარიშო მოხსენებაში პრეზიდენტ სააკაშვილს არაფერი უთქვამს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან რუსული სამშვიდობო კონტიგენტის გაყვანის საკითხთან დაკავშირებით, რომლის ირგვლივაც ამჟამად პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს. შესაბამისი დადგენილების მიღებას პარლამენტი 15 თებერვალს გეგმავს.
თუმცა პრეზიდენტმა ახსენა, რომ “საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ალტერნატივა არ აქვს… ჩვენ გვაქვს სამშვიდობო გეგმები [კონფლიქტების დარეგულირების]“.
“ჩვენ ვიქნებით აფხაზებისა და ოსების მეგობრები… ჩვენ გვინდა დავიბრუნოთ ოსი ძმები უკან საქართველოში. ეს ხალხი ქართული მენტალიტეტის ორგანული ნაწილია“, – განაცხადა 14 თებერვალს სააკაშვილმა.
მისი თქმით, რუსეთის მცდელობა უნივესალურობის პოლიტიკის წინ წამოწევისა “კოსოვოს მაგალითზე, იქნება აღკვეთილი ჩვენი და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ“.