ახალი ამბები

სერგეი ივანოვი: რუსეთი ენერგეტიკას იარაღად არ იყენებს

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცადა, რომ იგი “კატეგორიულად ეწინააღმდეგება“ იმ ბრალდებებს, რომ “რუსეთი ენერგეტიკას იარაღად იყენებს“, იტყობინება “რია ნოვოსტი”.


ივანოვმა ეს განცხადება მიუნჰენში გააკეთა, სადაც იგი მონაწილეობას იღებს უსაფრთხოების საკითხებში მაღალი დონის კონფერენციაში. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ასევე ესწრება ამ ღონისძიებას, ნათლად განაცხადა, რომ თავის გამოსვლაში ყურადღებას გაამახვილებს ენერგოუსაფრთხოებაზე და იმ საფრთხეზე, რომელსაც რუსეთი ამ კუთხით წარმოადგენს.


საქართველომ და რუსეთმა ერთმანეთის საწინააღმდეგო განცხადებები მას შემდეგ გააკეთეს, რაც ჩრდილოეთ კავკასიაში ორ გაზსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზზე მომხდარმა აფეთქებებმა საქართველოში ერთიკვირიანი ენერგოკრიზისი გამოიწვია.  

Back to top button