
ახალი ამბები
“ნაციონალური მოძრაობა“ ევროპელ კონსერვატორებს შეუერთდება
მმართველი პარტია “ნაციონალური მოძრაობა“ ევროპის სახალხო პარტიასთან გაერთიანებას გეგმავს. ეს არის ყოფილი ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, ტრანსნაციონალური საპარლამენტო ჯგუფი, რომელიც ევროპარლამენტში მოკავშირე კონსერვატორული პარტიების ინტერესებს წარმოადგენს.
“ნაციონალური მოძრაობის“ სამდივნოს წევრმა ირაკლი ქავთარაძემ გაზეთ “24 საათს“ განუცხადა, რომ მისმა პარტიამ ოფიციალური განაცხადი ბრიუსელში 27-30 იანვარს პარტიის წარმომადგენელთა ვიზიტის დროს წარადგინა.
ქავთაქაძემ აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამა მოიწონეს ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებმა და იმედი გამოთქვა, რომ წევრობაზე დადებითი პასუხი იქნება.