skip to content
ახალი ამბები

საქართველოს ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა

თბილისს და აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილს ელექტროენეგრია შეზღუდვებით მიეწოდება. ამჟამად დედაქალაქში ელექტროენერგია მხოლოდ სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებს მიეწოდება.


სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, გვიან ღამით ქარბუქის შედეგად დაზიანდა  დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს შორის დამაკავშირებელი გადამცემი ხაზი „იმერეთი“. მოგვიანებით თბილსრესის მე-9 ენერგობლოკი ტექნიკური პრობლემების გამო გაითიშა. 


კომპანია „თელასისი“ ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან დამატებითი ელექტროენეგრიის მოწოდების შესახებ.


საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა 25 იანვარს განაცხადა, რომ ქვეყნის ენერგოსისტემა „ელექტროენერგიის ყოველგვარი რეზერვის გარეშე“ მუშაობდა მას შემდეგ, რაც 22 იანვარს ჩრდილოეთ კავკასიაში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“ აფეთქდა.
„ამრიგად, სულ მცირე პრობლემას ან ელექტროხაზის დაზიანებასაც შეეძლო კრიზისის გამოწვევა“, – განაცხადა გილაურმა მთავრობის სხდომაზე 25 იანვარს.


მომხდარი ავარიის ლიკვიდაციას სავარაუდოდ ერთი დღე დასჭირდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button