skip to content
ახალი ამბები

მიხეილ მინძაევი: ცხინვალმა და თბილისმა დაკავებულები გაცვალეს

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა მიხეილ მინძაევმა 7 დეკემბერს უარყო ინფორმაცია, რომ სამხრეთ ოსეთის მხარემ საქართველოს სამოქალაქო პირები დააკავა, თუმცა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ოთხი ქართველი პოლიციელი იქნა დაპატიმრებული, რომელთაც ნარკოტიკები აღმოაჩნდათ, იტყობინება სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი.


“ჩვენ არც ერთი სამოქალაქო პირი არ დაგვიკავებია კონფლიქტის ზონაში. მხოლოდ ოთხი ქართველი პოლიციელი დავაპატიმრეთ, რომელთაც ნარკოტიკები აღმოაჩნდათ. ქართველ სამართალდამცავებთან მოლაპარაკებებისა და შერეული სამშვიდობო ძალების შუამავლობის შემდეგ, ჩვენ დავთანხმდით დაძაბულობის განმუხტვის მიზნით გაგვეცვალა ეს პოლიციელები ლენინგორის რაიონის ადმინისტრაციის ოთხ თანამშრომელზე“, – განაცხადა მიხეილ მინძაევმა.


ქართველმა სამართალდამცავებმა 6 დეკემბერს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახალგორის (ლენინგორის) რაიონის ადმინისტრაციის უფროსი და იმავე ადმინისტრაციის სამი სხვა თანამშრომელი დააპატიმრეს. თუმცა ამ დაკავების მოტივი ქართულმა მხარემ არ დააკონკრეტა.


ქართული მხარის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის მხარემ 6 დეკემბერს ოცამდე პიროვნება, მათ შორის 4 ქართველი პოლიციელი, მას შემდეგ დააკავა, რაც საქართველოს სამხედრო პოლიციამ 5 დეკემბერს სამხრეთ ოსეთის მილიციის თანამშრომელი ვიაჩესლავ კუძიევი დააპატიმრა. ქართული მედიის ცნობით, ქართველი პოლიციელები და სამოქალაქო პირები მოგვიანებით გაათავისუფლეს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button