skip to content
ახალი ამბები

რუსთავის მეტალურგიული კომბინატი გაიყიდა

რუსთავის მეტალურგიული კომბინატის ქონება 12 ოქტომბერს აუქციონის წესით სამ ნაწილად გაიყიდა. კომბინატის ძირითადი ქონების მფლობელი ქართული კომპანია შპს “ენერგია და ინდუსტრია კომპლექსი“ გახდა, რომელიც ჰონკონგში დარეგისტრირებულ  კომპანია “აზიის გლობალური შესაძლებლობების ფონდის“ შვილობილი კომპანიაა.


“ენერგია და ინდუსტრია კომპლექსმა“, რომელიც ვალდებულებას იღებს შეუნარჩუნოს კომბინატს პროფილი, კომბინატი 20 მლნ 500 ათას აშშ დოლარად შეიძინა. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია აღნიშნულ თანხას 13 დეკემბრამდე გადაიხდის.


კომპანია „ენერგია და ინდუსტრია კომპლექსმა“ ასევე შეისყიდა რუსთავის მეტალურგიული კომბინატის შემადგენელი ქონების მეორე ნაწილიც –  დედოფლისწყაროს რაიონში მდებარე კირქვის კარიერი 500 ათას აშშ დოლარად.
 
რუსთავის მეტალურგიული კომბინატის მესამე ნაწილი კირქვის და დოლომიტის საამქრო 6 მლნ აშშ დოლარად გაიყიდა და მისი მფლობელი საქართველოში რეგისტრირებული შპს “თედ-ოილი“ გახდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button