skip to content
ახალი ამბები

ა.შ.შ.–მა საქართველოს “ათასწლეულის” პროგრამის ფარგლებში 295.3 მლნ გამოუყო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა “ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს 295.3 მილიონი აშშ დოლარის დახმარება გამოუყო.


ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ 16 აგვისტოს გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ დამხარება მიზნად ისახავს სიღარიბის აღმოფხვრას და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას საქართველოს რეგიონებში.


შეთანხმების ხელმოწერა კორპორაციის ხელმძღვანელობასა და საქართველოს მთავრობას შორის სექტემბერშია დაგეგმილი.   


საქართველომ ოთხი პრიორიტეტული სფერო გამოკვეთა, რომელთაც დახმარების პროგრამაში მთავარი ყურადღება მიექცევა.


• სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ინფრასტრუქტურისა და გზების რეაბილიტაცია;
• ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის გზების და ხიდების, წყლის და სანიტარული სისტემების, ირიგიციისა და დრენაჟის სისტემების რეაბილიტაცია;
• სოფლის მეურნეობა და ტურიზმი;
• მაგისტრალური გაზსადენის (ჩრდილოეთ-სამხრეთის) რეაბილიტაცია, რაც საქართველოს გაზის სისტემის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button