skip to content
ახალი ამბები

დაფუძნდა ორი მედია ორგანიზაცია

25 ივლისს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ორი მედია ორგანიზაცია  – მედია საბჭო და პრესის საბჭო – დაფუძნდა.  პირველი მათგანი ძირითად აქცენტს თვითრეგულირებასა და პროფესიული სტანდარტების და ეთიკის ნორმების მონიტორინგზე აკეთებს მაშინ, როცა მეორე ორგანიზაციის მიზანი მთავრობის ზეწოლისგან ჟურნალისტების დაცვაა.


მედია საბჭო დააარსეს 20–ზე მეტმა ნაციონალურმა და რეგიონულმა  მასმედიის საშულებებმა და სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა და თავისუფლების ინსტიტუტმა. მედია საბჭოს ფონდი “ღია საზოგადოება  – საქართველო“ აფინანსებს.


მედია საბჭოს დამფუძნებელთა შორის არიან: ტელეკომპანიები  – იმედი, რუსთავი 2, მზე, საზოგადოებრივი მაუწყებლობა, 202 და გაზეთები – 24 საათი და ინგლისურენოვანი “Messenger“.


მედია საბჭოს წევრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ კომუნიკეს, რომლითაც დამფუძნებლები იღებენ ვალდებულებას “დავიცვათ მედიის პროფესიული სტანდარტებით დეკლარირებული ნორმები; რეაგირებას მოვახდენთ პროფესიული სტანდარტების უხეში დარღვევის ნებისმიერ ფაქტზე… დავიცვათ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპები; ხელს შევუწყობთ სარედაქციო დამოუკიდებლობასა დაჟურნალისტთა პროფესიულ დამოუკიდებლობას.“


თუმცა ცალკეული ჟურნალისტები სკეპტიკურად უყურებენ მედია საბჭოს და შიშობენ, რომ ეს შეიძლება მთავრობის ხელში მედიის ცენზურის მანქანად იქცეს. ამ ბრალდებებს გატეგორიულად უარყოფენ მედია საბჭოს დამფუძნებლები. 


შედეგად, ოთხმა გაზეთმა – რეზონანსმა, ხვალინდელმა დღემ, ახალმა ვერსიამ და ალიამ – პრესის საბჭო დააარსეს. ამ ორგანიზაციის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ საბჭოს მიზანი მხოლოდ ხელისუფლებისაგან მედიის დაცვა იქნება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button