skip to content
ახალი ამბები

ბაღაფში მზადაა რუს ინვესტორებს აფხაზეთის მოქალაქეობა მიანიჭოს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, დე ფაქტო ხელისუფლება “მზად არის რუს ბიზნესმენებს აფხაზეთის მოქალაქეობა მისცეს“.


“აფხაზეთის ხელისუფლება მზად არის რუსეთის მოქალაქეებს მისცეს აფხაზეთის მოქალაქეობა, თუ ისინი აფხაზეთის ეკონომიკაში 2 მლნ დოლარზე მეტ ინვესტიციას ჩადებენ“, იუწყება 12 ივლისს სააგენტო “რეგნუმი“ სერგეი ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით. 


დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, აფხაზეთში მიწები არ გაიყიდება, ხოლო  “ობიექტების გაყიდვა მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებით მოხდება“.


“მსხვილი და მოქმედი ობიექტები არ გაიყიდება“, დასძინა ბაღაფშმა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button