skip to content
ახალი ამბები

თბილისს აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის დელეგაცია ეწვია

6–7 ივლისს თბილისს აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის დელეგაცია პირველი პირის ელჩინ გულიევის ხელმძღვანელობით ეწვია.


გულიევს უკვე შეხვდა საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე ბადრი ბიწაძე. შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყნის სასაზღვრო სამსახურებს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.


“საზღვარზე პრობლემები არსებობს და ეს ძირითადად საზღვრის დელიმიტაციის საკითხებს უკავშირდება. ორივე ქვეყნის სასაზღვრო უწყება მზად ვართ ჩვენი პოზიტიური წვლილი შევიტანოთ იმ სამთავრობათაშორისი კომისიის მუშაობაში, რომელიც საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე მუშაობს“, განაცხადა ბადრი ბიწაძემ აზერბაიჯენელ კოლეგასთან ერთად დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე.


აზერბაიჯანის სასაზღვრო დელეგაცია ასევე შეხვდება საქართველოს შს მინისტრსა და უშიშროების საბჭოს მდივანს და საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის “წითელის ხიდის“ განყოფილებას ქართველ კოლეგებთან ერთად  მოინახულებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button