skip to content
ახალი ამბები

გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 86% კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას ემხრობა

USAID-ის მიერ დაფინანსებული და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითვის თანახმად, საქართველოს 1,493 გამოკითხულ მოქალაქეთა 86%-ს სჯერა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოსაგვარებლად მხოლოდ მოლაპარაკებები და მშვიდობიანი გზა უნდა იქნას არჩეული.


გასულ კვირას ქართული და რუსული მედიის ზოგიერთმა წყარომ ასევე გააშუქა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვა, თუმცა მათი თქმით, რესპონდენტთა 46%-მა მხარი დაუჭირა კონფლიქტების ძალისმიერ მოგვარებას. ინსტიტუტის მოხსენების თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 10%-მა დაუჭირა მხარი ძალის გამოყენებას “საჭიროების შემთხვევაში“, ხოლო 4%-მა აზრის გამოხატვისგან თავი შეიკავა.


საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გამოკითხვის კოორდინაცია და ანალიზი Baltic Surveys/The Gallup Organization-მა განახორციელა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button