skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი: გადამდგარი რუსი გენერალი სამხრეთ ოსეთში გამოჩნდა

პრეზიდენტ სააკაშვილმა 17 მაისს ვარშავაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ გადამდგარი რუსი გენერალ-მაიორი იური ნეტკაჩოვი სამხრეთ ოსეთში “გამოჩნდა”.


საქართველოს ხელისუფლება ნეტკაჩოვს, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში რუსულ ჯარებს მეთაურობდა მოლდოვაში, თბილისსა და აჭარის ყოფილ რეჟიმს შორის არსებული დაპირისპირებისას აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის შეიარაღებული დაჯგუფების გაწვრთნაში ამხელდა. თბილისმა ასევე დაადანაშაულა ნეტკაჩოვი გასული წლის მაისში აჭარის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ორი ხიდის აფეთქების ორგანიზებაში.


“ვცდილობდი გამერკვია არსებობს თუ არა სამხრეთ ოსეთის [დანარჩენ საქართველოსთან] დამაკავშირებელი ხიდი, როცა გავიგე რომ ნეტკაჩოვი სამხრეთ ოსეთში იყო. ვერ გამიგია, რატომ იმეორებენ ჩვენი მეტოქეები ერთი და იმავე შეცდომებს“, განაცხადა სააკაშვილმა.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button