skip to content
ახალი ამბები

ბურჯანაძემ ბუშთან შეხვედრაზე ენერგოდამოუკიდებლობის საკითხი განიხილა

პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრის დროს განიხილეს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის საკითხი, “თუმცა პრეზიდენტ ბუშის მხრიდან არ ყოფილა არცერთი რეპლიკა, რომელიც გვიკარნახებდა, თუ ვის უნდა მივყიდოთ გაზსადენი“. 


“მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზაციასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან იყო ერთმნიშვნელოვანი პოზიცია – წინააღმდეგი ვართ გაზსადენის გაყიდვის“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ 10 მაისს გამართულ ბრიფინგზე. 


ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, თუმცა “ბოლომდე დამოუკიდებელი არა, რადგან იგი ენერგეტიკულად დამოკიდებულია [რუსეთზე] და რუსული ბაზები კვლავ საქართველოში იმყოფებიან“, დასძინა ბურჯანაძემ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button