skip to content
ახალი ამბები

საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში მიემგზავრება

საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი 19 აპრილის ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში მიემგზავრება.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 აპრილს სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, უმაღლესი რადას თავმჯდომარეს და თავის უკრაინელ კოლეგას შეხვდება. შეხვედრებზე საქართველო-უკრაინის ურთიერთობები და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები იქნება განხილული.


გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს სუამის წევრი ქვეყნების ლიდერთა შეხვედრის მომზადებაში, რომელიც კიშინიოვში 22 აპრილს გაიმართება.


უკარინიდან 21 აპრილს სალომე ზურაბიშვილი კიშინიოვში გაემგზავრება, სადაც სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button