skip to content
ახალი ამბები

სასაზღვრო საკითხებზე ქართველი და უცხოელი ექსპერტები მსჯელობენ

დღეს გაიხსნა ორდღიანი კონფერენცია საზღვრის დაცვის დეპარტამენტის განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს, გერმანიის, ავსტრიის, ფინეთის, ბულგარეთის, სლოვენიის, ესტონეთის და ჩეხეთის სასაზღვრო უწყების პირველი პირები და ექსპერტები იღებენ.


კონფერენციის მიზანია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის განვითარებასა და სასაზღვრო უსაფრთხოების შესახებ ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება.


ღონისძიების ფარგლებში, რომელიც გერმანული მხარის ხელშეწყობითა და შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის საერთაშორისო ცენტრის (DCAF) ფინანსური თანადგომით ეწყობა, დაგეგმილია საქართველოს საზღვრის ჩრდილოეთ მონაკვეთის და დეპარტამენტის საავიაციო რაზმის მონახულება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button