skip to content
ახალი ამბები

კერძო ინვესტორთა ჯგუფმა “აგრობიზნესბანკი“ იყიდა

ევროკომისიამ თბილისში განთავსებული ,“აგრობიზნესბანკი”  კერძო ინვესტორთა ჯგუფს “სელფორდს“ მიჰყიდა. შედეგად საქართველოს ბიუჯეტში 7.4 მილიონი ლარი გადაირიცხება. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ტორბენ ჰოლცემ  23 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


“აგრობიზნესბანკი“ ევროკომისიასა და საქარველოს მთავრობას შორის 1999 წლის დეკემბერში ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე შეიქმნა.


ბანკის აქტივები 10,5 მილიონ ლარს შეადგენს. დაარსების დღიდან “აგრობიზნესბანკმა“ 12 000 კრეტიდზე მეტი გასცა, რომელთა საერთო რაოდენობამაც 50 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან, 80% სოფლის მეურნეობის დარგის დაფინანსებას მოხმარდა, იტყობინება ევროკომისიის დელეგაცია საქართველოში.


გაზეთი “რეზონანსი“ ცოტა ხნის წინ წერდა, რომ საინვესტიციო ჯგუფის “სელფორდის“ უკან შესაძლოა გავლენიანი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი იდგეს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button