skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირი საქართველოში დამკვირვებლებს აგზავნის

ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხავიერ სოლანამ 18 მარტს დაადასტურა, რომ ევროკავშირი გეგმავს გამოაგზავნოს ორი ან სამი სამოქალაქო დამკვირვებელი საქართველოში რუსეთის საზღვართან არსებული სიტუაციის შესასწავლად, იტყობინება “როიტერი“ .


“ჩვენ უფრო მეტის გაკეთება გვსურს, თუმცა ამჟამად ზუსტად ვერ დავასახელებ მისიის მოცულობას“, აცხადებს “როიტერი“ სოლანას სიტყვებზე დაყრდნობით, რომელმაც ეს განცხადება ლუქსემბურგში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლები ქართველ მესაზღვეებს მოამზადებენ, რათა მომავალში მათ თავად განახორციელონ  საზღვარზე მონიტორინგი.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button