
ახალი ამბები
გალსა და ცხინვალში ქართველი ჟურნალისტები არ შეუშვეს
დღეს რუსმა სამშვიდობოებმა გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე მიმდინარე ოთხმხრივ შეხვედრაზე ჟურნალისტები არ დაუშვეს, რასაც მასმედიის წარმომადგენლებმა საპროტესტო პიკეტით უპასუხეს.
15 იანვარს ჭუბრუხინჯის ორთხმრივ(ქართული, რუსული, აფხაზური, გაეროს) შეხვედრაზე ქართულმა მხარემ 11 იანვარს ქართველების გატაცების გამოძიებისა და ჯერაც ტყვეობაში მყოფი ადამიანების გათავისუფლების საკითხი დააყენა. გატაცებულთა ნაწილი 12 იანვარს გაათავისუფლეს, თუმცა ტყვეობაში რჩება კიდევ რამდენიმე ადამიანი.
ქართული საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, დღესვე ჟურნალისტები არ შეუშვეს სამხრეთ ოსეთშიც, რომლებიც თან ახლდნენ აშშ-ს კონგრესის ცხინვალში მიმავალ დელეგაციას