skip to content
ახალი ამბები

მოსკოვი საქართველოში აშშ-ს “სამხედრო ყოფნით” შეშფოთებულია

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის განცხადებით, რომელიც ამჯამად აშშ-ს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს, დსთ-ს ქვეყნებში, განსაკუთრების კი საქართველოში აშშ-ს სამხედრო ყოფნა მოსკოვისთვის მგძნობიარე საკითხია, იუწყება 14 იანვარს “იტარ-ტასი”.


აშშ-ს სამხედრო ინსტრუქტორები 2002-2004 წლებში “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის” ფარგლებში დაეხმარნენ საქართველოს 2 400-მდე ჯარისკაცის გაწვრთნაში. აშშ-ი 2005 წლისათვის ასევე გეგმავს ახალი “სტაბილურობის შენარჩუნების პროგრამის” დაწყებას საქართველოში.


რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე ისაუბრა რუსეთის ნატოსთან ურთიერთობებზე და განაცხადა, რომ მხარეებმა ვერ მიაღწიეს “ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მაღალი დონის თანამშრომლობას”.


სერგეი ივანოვმა კიდევ ერთელ დაადასტურა, რომ მოსკოვი მზადაა პრევენციული დარტყმები მიაყენოს ტერორისტთა ბაზებს რუსეთის ფარგლებს გარეთ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button