skip to content
ახალი ამბები

ბაღაფში: აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში ასი წლის განმავლობაში მაინც არ დაბრუნდება

რუსული ტელეკომპანია НТВ-ს ცნობით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატმა სერგეი ბაღაფშმა 16 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. 


“ეს საკითხი არ იქნება განხილული, სულ ცოტა, ასი წლის განმავლობაში“, განაცხადა სერგეი ბაღაფშმა.


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 16 დეკემბერს თავდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას განაცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამადე დარჩება თავდაცვის მინისტრის პოსტზე.


“ამ შემთხვევაში ოქრუაშვილს სამუდამოდ მოუწევს მინისტრის თანამდებობაზე ყოფნა“, აცხადებს “ინტერფაქსი“ აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის ვიაჩესლავ ეშბას სიტყვებზე დაყრდნობით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button