ახალი ამბები

ირანი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობები გააღრმავოს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჰამიდ რეზა ასეფმა 16 მაისს განაცხადა, რომ თეირანი „მზად არის უფრო სერიოზული ნაბიჯები გადადგას თბილისთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებით რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისაკენ“.


ირანული საინფორმაციო სააგენტო „ირნას“ ცნობით, ირანის ოფიციალური წარმომადგენელი მიესალმა აჭარის კრიზისის მშვიდობიან მოგვარებას და საქართველოს ტერიტორიულ  მთლიანობას მხარდაჭერა აღუთქვა. 

Back to top button