
ახალი ამბები
სააკაშვილი აფხაზეთის შესახებ კონცეფციას 26 მაისს გამოაცხადებს
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას განცხადებით, პრეზიდენტი სააკაშვილი კონცეფციას აფხაზეთის კონფლიქტის მოგავრებასთან დაკავშირებით 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – გამოაცხადებს.
„ამ დღიდან დაიწყება „ახალი დროის“ ათვლა [აფხაზეთის] კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით“, განუცხადა ხაინდრავამ რადიოსადგურ „პოსტფაქტუმს“.
მისი თქმით, ქართული მხარის ოფიციალური ხედვა წარმოდგენილი იქნება გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც 31 ივლისს გაიმართება.