ახალი ამბები

ევროსაბჭოს საქართველოში არასაკმარისი პოლიტიკური პლურალიზმის ეშინია

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მთავრობისადმი თავის რეკომენდაციებში შეშფოთება გამოხატა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების შეცვლის ფონზე საპარლამენტო ოპოზიციის გაქრობის რისკის გამო 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.


„თუ არჩევნების დასრულდების შემდეგ პარლამენტში ერთადერთი მმართველი კოალიცია შევა, ასამბლეა შიშობს, რომ საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის მომავალს სერიოზული საფრთხე შეექმნება“, – განაცხადა საპარლამენტო ასამბლეამ.


„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „გაერთიანებულმა დემოკრატებმა“ 28 იანვარს გაერთიანების შესახებ გააკეთეს განცხადება. არავინ ეჭვობს, რომ ეს კოალიცია ახალ პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს.


„ამიტომ რეკომენდირებულია საქართველოს ხელისუფლებამ ცვლილება შეიტანოს კონსტიტუციაში და შესაბამის კანონმდებლობაში, რათა შეამციროს პარლამენტში შესვლისათვის საჭირო ბარიერი 7%-დან 5%-მდე“, – ნათქვამია ასამბლეის რეკომენდაციაში.

Back to top button