
ახალი ამბები
სააკაშვილი და პუტინი თებერვლის შუა რიცხვებში შეხვდებიან
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსკოვს, სავარაუდოდ, 15 თებერვალს ეწვევა და თავის რუს კოლეგასთან ვლადიმერ პურინთან გამართავს მოლაპარაკებებს.
„მე მეგობრული ხელი გავუწოდე რუსეთს, რითიც გამოვხატე ჩემი მზადყოფნა ახალი ურთიერთობების დამყარებისთვის ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მომავალ თვეს, როდესაც ჩავალ მოსკოვში, პრეზიდენტი პუტინი მიიღებს ჩემს მეგობრულ გამოწვევას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 28 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას.
მოგვიანებით, 25 თებერვალს, სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება და აშშ-ის პრეზიდენტთან გამართავს მოლაპარაკებებს.